ბილეთი №888 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„გზაჯვარედინი“ არის:
- აერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით✓ სწორი პასუხი
- ბმიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა
- გსხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა
რატომ?
გზაჯვარედინი არის გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება ერთ დონეზე, ასე წარმოქმნილი ტერიტორიის ჩათვლით. სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა გზაჯვარედინი არ არის, არც ეზოდან ან ავტოსადგომიდან გზაზე გამოსვლაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.