ბილეთი №894 · გაჩერება დგომა
„დგომა“ ნიშნავს:
- ასატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
- ბსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის✓ სწორი პასუხი
რატომ?
დგომა არის განზრახ შეჩერება 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს არც მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის არის საჭირო და არც ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის. 5 წუთამდე შეჩერება, ან უფრო დიდხანსაც ამ საქმეებისთვის, გაჩერებაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.