ბილეთი №893 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„დაუტვირთავი მასა“ არის:
- აქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით✓ სწორი პასუხი
- ბმოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
- გსარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
რატომ?
დაუტვირთავი მასა არის ქარხნის მიერ განსაზღვრული ცარიელი სატრანსპორტო საშუალების მასა: საწვავის სრული მარაგი და აუცილებელი ხელსაწყოები მასში შედის, მძღოლი, მგზავრები და ტვირთი კი — არა. დატვირთული მასა ხალხისა და ტვირთის მიხედვით იცვლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.