ბილეთი №896 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„ველობილიკი“ არის:
- აველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან✓ სწორი პასუხი
- ბგზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი
რატომ?
ველობილიკი ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილია, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისგან ან გზის სხვა ელემენტებისგან.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) - ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.