ბილეთი №920 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
ქვემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია "მექანიკური სატრანსპორტო საშუალება"?
- აორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი
- ბველოსიპედი
- გტრამვაი
- დმოპედი✓ სწორი პასუხი
რატომ?
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ძრავიანი თვითმავალი ტრანსპორტია, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო ტრანსპორტისა. ამ განმარტებით მოპედი მექანიკურია.
კანონის ტექსტი
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.