ბილეთი №921 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მსუბუქი ავტომობილი არის:
- ა4500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს
- ბ2500 კგ-მდე სრული მასის მქონე მოტოციკლი
- გარაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი(გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება✓ სწორი პასუხი
რატომ?
მსუბუქ ავტომობილს ორი ზღვარი აქვს: ნებადართული მაქსიმალური მასა არაუმეტეს 3 500 კგ და მძღოლის გარდა არაუმეტეს 8 დასასხდომი ადგილი. მოტოციკლი და მოპედი ამ განმარტებაში არ შედის. თუ რომელიმე ზღვარს გადააჭარბებს, ავტომობილი მსუბუქად აღარ ითვლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილი არის − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.