ავტოსკოლა

ბილეთი №933 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:

  1. ადასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში✓ სწორი პასუხი
  2. ბდასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
  3. გდასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
  4. დდაუშვებელია

რატომ?

გასწრების განზრახვის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალი მხოლოდ დასახლებულ პუნქტს გარეთ შეიძლება. დასახლებულ პუნქტში ამისთვის შუქს იყენებ, დასახლებულ პუნქტს გარეთ კი ხმოვანი სიგნალი შუქის ნაცვლად ან მასთან ერთად შეგიძლია გამოიყენო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი