ავტოსკოლა

ბილეთი №965 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები დაყენებულ უნდა იყოს:

  1. ამძღოლის შეხედულების მიხედვით
  2. ბისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ✓ სწორი პასუხი
  3. გისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს საგაბარიტო სინათლეების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე დაბალი წერტილის ქვემოთ

რატომ?

წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო განათების ფარებზე მაღლა არ უნდა იდგეს: მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალ წერტილს არ უნდა აღემატებოდეს. ეს წესი მძღოლის შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი