ბილეთი №932 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
- ახმოვანი სიგნალი
- ბფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
- გსაავარიო შუქსიგნალიზაცია
- დფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა✓ სწორი პასუხი
რატომ?
ბნელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვას სხვა მძღოლს ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით აცნობებ. დღისით იგივე ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით კეთდება, ხმოვანი სიგნალი კი დასახლებულ პუნქტში ამისთვის არ გამოიყენება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.