ავტოსკოლა

ბილეთი №937 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:

  1. ამხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
  2. ბმხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  3. გახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები✓ სწორი პასუხი
  4. დმხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები

რატომ?

ბნელ დროს და ცუდი ხილვადობისას მოძრავ მანქანას წინ ახლო ან შორი განათების ფარები უნდა ჰქონდეს ჩართული, უკან კი — საგაბარიტო სინათლეები. წინა ფარები გზას გინათებს და შენც შესამჩნევს გხდის, უკანა სინათლეები კი უკნიდან მომავალ მძღოლს გაფრთხილებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი