ბილეთი №995 · მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებს უპირატესობა ენიჭებათ:
- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
- ბმხოლოდ ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
- გყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას, მაგალითად მისაბმელიან ავტომობილს, უკუსვლით მოძრაობა ძალიან უჭირს. ამიტომ, როცა მთის გზაზე ორიდან ერთ-ერთი უკუსვლით უნდა იმოძრაოს, შემადგენლობის მძღოლს უპირატესობა აქვს ყველა სხვა ტრანსპორტის მიმართ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ.