ავტოსკოლა

ბილეთი №955 · მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. ამხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
  2. ბარარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა მარეგულირებლის სიგნალი ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ მძღოლებს ერთდროულად აძლევს გავლის ნებას, სიგნალი მათ შორის რიგს ვერ წყვეტს. ამიტომ ისე მოქმედებ, როგორც არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: იცავ მისი გავლის წესებს და იქ დაყენებულ პრიორიტეტის ნიშნებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები