ავტოსკოლა

ბილეთი №1008 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი გამოიყენება:

  1. ასაგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად
  2. ბყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის✓ სწორი პასუხი

რატომ?

ყვითელი ციმციმა სიგნალი სხვებზე უპირატესობას არ იძლევა. მისი დანიშნულებაა სხვა მძღოლების ყურადღების მიპყრობა, რომ მოსალოდნელი საშიშროება თავიდან აიცილონ. უპირატესობას ლურჯი ციმციმა იძლევა ხმოვან სიგნალთან ერთად.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება