ბილეთი №974 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:
- ათეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი✓ სწორი პასუხი
- ბწითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
- გწითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
რატომ?
წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლისაა და ორია, მოტოციკლზე კი ერთი. წითელი ფერი უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარებისთვისაა და წინა ფარებისთვის არ გამოდგება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი.