ბილეთი №973 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:
- ადამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
- ბჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე✓ სწორი პასუხი
- გჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
რატომ?
ბნელ დროს ან ცუდი ხილვადობისას მოძრავ მისაბმელზე წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ ისინი გათვალისწინებულია) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე უნდა ენთოს. მარტო შუქამრეკლი ან ერთი უკანა სინათლე საკმარისი არაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.