ავტოსკოლა

ბილეთი №976 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:

  1. ამხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
  2. ბმხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
  3. გმხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში✓ სწორი პასუხი

რატომ?

ტრანსპორტის აღსანიშნავად დღისითაც უნდა ენთოს ახლო ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები ყველა ამ შემთხვევაში: ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას (მობუქსირეზე) და სამარშრუტო ტრანსპორტზე, როცა ის გამოყოფილ ზოლზე ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი