ბილეთი №986 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:
- ამხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
- ბნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
- გმხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას✓ სწორი პასუხი
რატომ?
ფარა-პროჟექტორი და ფარა-მაძიებელი ძალიან ძლიერი შუქია და სხვა მძღოლს დააბრმავებს. ამიტომ დასახლებულ პუნქტში მათი გამოყენება მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურის მძღოლებს შეუძლიათ, ისიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.