მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.31 „დაბლამფრენი თვითმფრინავი“
რას ნიშნავს
გზა აეროდრომთან გადის და თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბლა დაფრინავენ. მოულოდნელმა ხმაურმა შეიძლება შეგაშინოს, ამიტომ საჭე მტკიცედ დაიჭირე და გზას თვალი არ მოაშორო. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.