მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.33 „ხერგილი“
რას ნიშნავს
წინ გზა დროებით ჩახერგილია. შეანელე და მოემზადე, რომ გაჩერება ან შემოვლა მოგიწევს. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
გზის მონაკვეთი, რომელიც დროებით ჩახერგილია.