ბილეთი №747 · სასწავლო სვლა
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ II და IV
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ III და IV
რატომ?
ნიშნები „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ და „მობრუნება აკრძალულია“ სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება, „წრიულმოძრაობიანი გადაკვეთა“ და „ხერგილი“ კი გაფრთხილებაა და გამონაკლისი არ აქვს. ამიტომ გამონაკლისი სამარშრუტო ტრანსპორტისთვის ორ აკრძალვაზეა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 1.8 „წრიულიმოძრაობიანი გადაკვეთა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 1.33 „ხერგილი“.