ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია“

ნიშანი 3.28 დგომა აკრძალულია

რას ნიშნავს

აქ გაჩერება შეიძლება — მაგალითად, მგზავრის ჩასასმელად ან ტვირთის ჩასატვირთად — მაგრამ დგომა, ანუ მანქანის დიდხანს დატოვება, არა. ნიშანი მხოლოდ გზის იმ მხარეს მოქმედებს, სადაც დგას, უახლოეს გზაჯვარედინამდე. არ ეხება საფოსტო მანქანას, ჩართული ტაქსომეტრით ტაქსის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მანქანას.

კანონის ტექსტი

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

ბილეთები ამ ნიშანზე (8)

ამკრძალავი ნიშნები