ბილეთი №756 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?

- ამხოლოდ I და II
- ბმხოლოდ I და III
- გმხოლოდ II და IV
- დმხოლოდ III და IV✓ სწორი პასუხი
რატომ?
სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს ეკუთვნის ან ემსახურება, არ ეხება ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“-დან „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“-მდე (ჩათვლით). მოტოციკლისა და საჭაპანო მოძრაობის ნიშნები ამ ჯგუფშია; „გასწრება აკრძალულია“ და სახიფათო ტვირთის ნიშანი — არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.8. „საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია“.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით