ავტოსკოლა

ბილეთი №1009 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების დაყენება, ასევე ავტომანქანებისთვის სპეციალური შეფერილობის მიცემა, ხორციელდება:

  1. ასაქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
  2. ბსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად✓ სწორი პასუხი
  3. გსაქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად

რატომ?

სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების დაყენებისა და სპეციალური შეფერილობის მიცემის წესს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს. დასამახსოვრებლად: ეს იმ უწყების საქმეა, რომელსაც პოლიცია ექვემდებარება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება