ბილეთი №1010 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად, სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება:
- ამხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
- ბნებისმიერ შემთხვევაში
- გარასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას
რატომ?
ინკასაციის სამსახურის მანქანაზე ხმოვანი სიგნალი ნარინჯისფერ ან ყვითელ ციმციმასთან ერთად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში. სხვა დროს ის ჩუმად მოძრაობს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ ნარინჯისფერ ან ყვითელ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.