ავტოსკოლა

ბილეთი №1216 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:
  1. ადღე-ღამის ბნელ დროს
  2. ბღრუბლიან ამინდში
  3. გროცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ დაფასთან „სველი საფარი“ ერთად მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. სველ გზაზე დამუხრუჭების მანძილი იზრდება, ამიტომ გასწრება უფრო საშიშია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: დამატებითი ინფორმაციის ნიშნები