ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“
რას ნიშნავს
ეს ნიშანი 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მასის სატვირთოს უკრძალავს გასწრებას (30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავის გარდა), ტრაქტორს კი — ნებისმიერი მანქანის გასწრებას, გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა. მსუბუქ ავტომობილს ნიშანი არ ეხება. ზონა უახლოეს გზაჯვარედინამდე გრძელდება, დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის გარეშე — პუნქტის ბოლომდე.
კანონის ტექსტი
კრძალავს 3, 5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)… კრძალავს 3, 5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.