ბილეთი №125 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:
- აშესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით
- ბშესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით
- გშესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ მართვის უფლების ან მანქანის რეგისტრაციის დოკუმენტში მონაცემები ქართული ან ლათინური ასოებით არ არის შესრულებული, მძღოლს თან უნდა ჰქონდეს დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. ასე უფლებამოსილ პირს დოკუმენტის შემოწმება შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით.