ავტოსკოლა

ბილეთი №1328 · უწესივრობა და მართვის პირობები

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

  1. ამხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება
  2. ბმხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა
  3. გამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა✓ სწორი პასუხი

რატომ?

სამუხრუჭე სისტემის სასიგნალო და საკონტროლო სისტემა, მანომეტრები და სადგომი მუხრუჭის ფიქსაციის მოწყობილობა გამართული უნდა იყოს. ამიტომ მუხრუჭის ნებისმიერი ასეთი გაუმართაობა დაუშვებელია.

კანონის ტექსტი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-9 და მე-17 პუნქტების თანახმად: 9. სამუხრუჭო სისტემების სასიგნალო და საკონტროლო სისტემა, პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრები, სადგომი სამუხრუჭო სისტემის მართვის ორგანოს ფიქსაციის მოწყობილობა უნდა იყოს გამართული. 17. დაუშვებელია სამუხრუჭო სარქველების (სარედუქციო სარქველები და რეგულატორები) დაზიანება, ჰაერის ზედმეტი გადინება, კომპრესორიდან ზედმეტი ზეთის გადინება, არასაიმედო მონტაჟი, ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: უწესივრობა და მართვის პირობები