ბილეთი №15 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალებათ ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ატრამვაისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
- ბავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
- გტრამვაისა და ავტობუსის მძღოლებს✓ სწორი პასუხი
რატომ?
გაწვდილი მარჯვენა ხელი მარეგულირებლის მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან მოძრავებს აჩერებს. მარცხენა გვერდიდან ტრამვაი მხოლოდ მარცხნივ მიდის, სხვა ტრანსპორტი — ყველა მიმართულებით, მკერდის მხრიდან კი ყველა მხოლოდ მარჯვნივ. ამ სიგნალზე ტრამვაისა და ავტობუსის მძღოლებს მოძრაობა ეკრძალებათ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.