ბილეთი №18 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- აწითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- ბლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
- გთეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
რატომ?
გაწვდილი მარჯვენა ხელი „სდექ“ სიგნალს ნიშნავს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან მოძრავი ყველა მძღოლისთვის. მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გავლა, მკერდის მხრიდან კი მხოლოდ მარჯვნივ. ამ სიგნალზე წესს ლურჯი მსუბუქის მძღოლი არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის. ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.