ავტოსკოლა

ბილეთი №44 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში…
  1. ამხოლოდ ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლები
  2. ბმხოლოდ ტრამვაისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
  3. გმხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის მძღოლები✓ სწორი პასუხი

რატომ?

განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები „სდექ“ სიგნალია მათთვის, ვინც გაწვდილი ხელების გადამკვეთი მიმართულებით მოძრაობს. ტრამვაის პირდაპირ შეუძლია, ურელსო ტრანსპორტს კი პირდაპირ და მარჯვნივ. ამ სიტუაციაში მსუბუქისა და მოტოციკლის მძღოლები ამ მიმართულებით არ მიდიან, ამიტომ წესს არღვევენ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები