ავტოსკოლა

ბილეთი №33 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  1. ამოტოციკლის მძღოლს
  2. ბავტობუსის მძღოლს
  3. გმსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

გაწვდილი მარჯვენა ხელის დროს მკერდის მხრიდან ყველა მხოლოდ მარჯვნივ მიდის, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან — არავინ, მარცხენა გვერდიდან კი ურელსო ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. ამ სიგნალზე მოძრაობა ეკრძალება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, მოტოციკლისტსა და ავტობუსის მძღოლს — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები