ავტოსკოლა

ბილეთი №39 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  1. ასატვირთო, ყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა
  2. ბყვითელი და ლურჯი ავტომობილების მძღოლებმა✓ სწორი პასუხი
  3. გყვითელი და წითელი ავტომობილების მძღოლებმა

რატომ?

გაწვდილი მარჯვენა ხელი მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან მოძრავებს აჩერებს, მკერდის მხრიდან მხოლოდ მარჯვნივ უშვებს, მარცხენა გვერდიდან კი ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით. ამ სიგნალზე გაგრძელება შეუძლიათ ყვითელი და ლურჯი ავტომობილის მძღოლებს, სატვირთოსა და წითელს — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები