ავტოსკოლა

ბილეთი №1683 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ:

  1. ატვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  2. ბტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  3. გტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე✓ სწორი პასუხი

რატომ?

თუ ხელშეკრულებით მიტანის ვადა განსაზღვრულია, უფლებამოსილ პირს შეუძლია ტვირთი დაკარგულად ჩათვალოს, როცა შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში ტვირთი მიტანილი არ იქნება.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება