ბილეთი №1684 · მოძრაობის უსაფრთხოება
თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად:
- აგადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში
- ბგადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ✓ სწორი პასუხი
- გგადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ
რატომ?
თუ მიტანის ვადა დათქმული არ არის, უფლებამოსილ პირს შეუძლია ტვირთი დაკარგულად ჩათვალოს გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ. ვადის დათქმისას კი ეს 30 დღეა.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.