ბილეთი №45 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ ავტობუსისა და პირველი ტრამვაის მძღოლები
- გმხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და მეორე ტრამვაის მძღოლები
- დმხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლები✓ სწორი პასუხი
რატომ?
გაწვდილი მარჯვენა ხელის დროს მარცხენა გვერდიდან ტრამვაის მარცხნივ მოძრაობა შეუძლია, მკერდის მხრიდან ყველას — მხოლოდ მარჯვნივ, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან კი არავის. ამ სიგნალზე წესს არ არღვევენ ორივე ტრამვაის მძღოლები, მსუბუქისა და ავტობუსისას კი მოძრაობა ეკრძალებათ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.