ბილეთი №1808 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
ქვემოთ ჩამოთვლილ გზის რომელ ელემენტზეა დასაშვები მოპედით მოძრაობა?
- აგზის სავალ ნაწილზე✓ სწორი პასუხი
- ბველოსიპედის ბილიკზე (ველობილიკზე) და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე
- გტროტუარზე
რატომ?
მოპედით მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე შეიძლება, არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით. ქვეითთა ბილიკზე და ავტომაგისტრალზე ის არ შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.