ავტოსკოლა

ბილეთი №1809 · მოძრაობის სიჩქარე

მოპედის კონსტრუქციული სიჩქარე:

  1. ააღემატება 45 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 55 კმ/სთ-ს
  2. ბაღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს✓ სწორი პასუხი
  3. გაღემატება 50 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 75 კმ/სთ-ს

რატომ?

მოპედი არის ორ- ან სამთვლიანი მექანიკური ტრანსპორტი, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 25 კმ/სთ-ზე მეტია, მაგრამ 45 კმ/სთ-ს არ აღემატება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ3 -ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე