ავტოსკოლა

ბილეთი №224 · მოძრაობის სიჩქარე

რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის…
  1. აარა უმეტეს 40კმ/სთ
  2. ბარანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 90კმ/სთ
  3. გარანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 60კმ/სთ✓ სწორი პასუხი
  4. დარანაკლებ 20კმ/სთ და არა უმეტეს 40კმ/სთ

რატომ?

დასახლებულ პუნქტში ზედა ზღვარი ჩვეულებრივ 60 კმ/სთ-ია. მინიმალური სიჩქარის ნიშანი კი ქვედა ზღვარსაც ამატებს: 40 კმ/სთ-ზე ნელა ამ ზონაში ვერ იმოძრავებ. ესე იგი, შენი დიაპაზონია 40-დან 60 კმ/სთ-მდე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. ამავე კანონის პირველი დანართის 4.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.6. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე