ავტოსკოლა

ბილეთი №233 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს ავტომაგისტრალზე?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს ავტომაგისტრალზე?
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ70 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ80 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ90 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

ავტომაგისტრალი „BE“ კატეგორიას სიჩქარეს არ უმატებს: ყველა გზაზე, ავტომაგისტრალზეც, მისი ზღვარი 70 კმ/სთ-ია. უფრო მაღალი ზღვარი მხოლოდ მისაბმელის გარეშე მოძრავ „B“ კატეგორიას აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე