ავტოსკოლა

ბილეთი №232 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს მისაბმელიანი „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში გზის ამ მონაკვეთზე?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს მისაბმელიანი „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში გზის…
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ70 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ80 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ90 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

„BE“ კატეგორიის მისაბმელიან ავტომობილს ყველა გზაზე ერთი ზღვარი აქვს: 70 კმ/სთ. მისაბმელი მანქანას ამძიმებს და გაჩერებას ართულებს, ამიტომ მისი ზღვარი „B“ კატეგორიის ჩვეულებრივ ავტომობილთან შედარებით დაბალია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე