ბილეთი №235 · მოძრაობის სიჩქარე
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები
- გმხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
- დმხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები✓ სწორი პასუხი
რატომ?
მსუბუქისთვის ავტომაგისტრალზე 100 კმ/სთ დასაშვებია, ამიტომ მისი მძღოლი წესს არ არღვევს. სატვირთოს ზღვარი ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ-ია, ავტობუსისაც 100 კმ/სთ-ზე დაბალია, ამიტომ ორივე მძღოლი არღვევს. რაც უფრო მძიმეა მანქანა, მით დაბალია ზღვარი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.