ავტოსკოლა

ბილეთი №236 · მოძრაობის სიჩქარე

მოწყობილი ძარით მგზავრების გადაყვანისას „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს ავტომაგისტრალზე, არაუმეტეს:

მოწყობილი ძარით მგზავრების გადაყვანისას „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს…
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  2. ბ70 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ80 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ90 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

ძარით მგზავრების გადაყვანისას „C“ კატეგორიის სატვირთოს ზღვარი ყველა გზაზე, ავტომაგისტრალზეც, 60 კმ/სთ-ია. ძარაზე მგზავრები ნაკლებადაა დაცული, ამიტომ სიჩქარე უფრო დაბალია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე