ბილეთი №345 · გაჩერება დგომა
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

- ამხოლოდ მოტოციკლი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
- გორივე სატრანსპორტო საშუალება✓ სწორი პასუხი
- დარცერთი სატრანსპორტო საშუალება
რატომ?
ნიშნის „დგომა აკრძალულია“ მოქმედება იწყება ნიშნიდან და გრძელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ოღონდ მხოლოდ გზის იმ მხარეს, სადაც ნიშანი დგას. გზაჯვარედინზე და მისი კიდიდან 5 მ-ზე ახლოს გაჩერებაც აკრძალულია. ამ წესებიდან რომელიმეს არღვევს ორივე სატრანსპორტო საშუალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.