ბილეთი №34 · მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი საქმიანობა იკრძალება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე:
- ამხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
- ბმხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება
- გმხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება✓ სწორი პასუხი
რატომ?
ამ საქმიანობებს საგზაო უსაფრთხოების გამო უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა ან შეთანხმება სჭირდება: მანქანის გადაკეთებას, სპეციალური ციმციმის, ხმოვანი სიგნალის ან ხმამაღლამოლაპარაკეს დაყენებას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას. ამიტომ ყველა ეს ქმედება ნებართვის გარეშე იკრძალება.
კანონის ტექსტი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა��) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა��) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.