ავტოსკოლა

ბილეთი №43 · მოძრაობის უსაფრთხოება

საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:

  1. ამხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
  2. ბმხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
  3. გმხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია✓ სწორი პასუხი

რატომ?

საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია გზაზე უსაფრთხოების პირობების, მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის მიზეზების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ. სამივე მათგანი შენი უფლებაა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება