ბილეთი №343 · გაჩერება დგომა
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში?

- ადაარღვევს
- ბარ დაარღვევს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ხიდის, ესტაკადისა და გზაგამტარის ქვეშ, ასევე გვირაბში გაჩერება საფრთხის გამო აკრძალულია, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. სადგომი სწორედ ასეთი ადგილია, ამიტომ მასზე მსუბუქის დაყენება წესს არ არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.