ავტოსკოლა

ბილეთი №357 · გაჩერება დგომა

სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:

  1. ამოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის✓ სწორი პასუხი
  2. ბმოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
  3. გმოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო

რატომ?

მოძრაობის გამიზნულად 5 წუთამდე შეწყვეტა გაჩერებაა, 5 წუთზე მეტი კი — დგომა. მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის ან დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის საჭირო შეჩერება დგომად არ ითვლება, ხოლო ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერება გამიზნული არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა