ბილეთი №344 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:

- ავალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
- ბვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
- გვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
- დარ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“✓ სწორი პასუხი
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა გაჩერდე. საავარიო შუქსიგნალიზაცია და „საავარიო გაჩერების ნიშანი“ იძულებით გაჩერებისას გჭირდება იქ, სადაც გაჩერება აკრძალულია ან შენი მანქანა დროულად არ შეიმჩნევა. აქ ასეთი შემთხვევა არ არის, ამიტომ არც ერთი მათგანი სავალდებულო არ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1. საავარიო შუქური სიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.