ავტოსკოლა

ბილეთი №351 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:

  1. აშუა და მარჯვენა მოძრაობის ზოლები
  2. ბმხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი✓ სწორი პასუხი

რატომ?

სამზოლიან ორმხრივ გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით გამოიყენება, ამიტომ ის არც ერთ მიმართულებას არ ეკუთვნის. შენი მიმართულების მხარედ მხოლოდ მარჯვენა ზოლი ითვლება, თუ ნიშნებით ან მონიშვნით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი